ფაქტები ყავის შესახებ

02.10.2024
ლანა ხუხუშვილი

☕️ ვინც სისტემატურად სვამს ყავას დიდი რაოდენობით, შემდეგ კი ერთბაშად წყვეტს მის მიღებას, ეწყება თავის ტკივილები, ცუდად აზროვნებს, ხდება დაბნეული, ადვილად ღიზიანდება და ეძინება. ამ უსიამოვნებებს ადვილად აიცილებთ, თუ ყავის რაოდენობას ნელ-ნელა შეამცირებთ. დღეში 250 მილიგრამი კოფეინი ნორმალური დოზაა, 750 მილიგრამამდე – საშუალო, ხოლო 750-დან ზევით – გადაჭარბებული.. ახლა თავად გადაწყვიტეთ თუ რა რაოდენობით მიიღებთ მას დღეში, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ გადაჭარბების პირველი ნიშანი ხელების კანკალი და პულსაციის აჩქარებაა.